ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ანტონიო კონტე კვარაცხელიას ყველაზე კარგ თვისებებს უხშობს და არასწორად იყენებს.
“კვარაცხელია აღარ არის ისეთი, როგორიც ეს სპალეტის დროს იყო.
კვარაცხელიამ ინტერთან მატჩში დაცვაში კარგად ითამაშა და რიგ მომენტებში მან ეს ძალიან ემოციურად აღნიშნა, ის თითქოს ზეიმობდა. კონტე თავისი მოთამაშეების სისხლში აღწევს.
თუმცა ამავდროულად ის მათ ფანტაზიასაც ართმევს, უხშობს. არ ვიცი რა კომპრომისს შეიძლება მიაღწიონ, მაგრამ რაღაც გზა უნდა გამოინახოს“. – ამბობს კასანო.
Post Views: 1,511