“ნაპოლის” მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 21 აგვისტოს მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, პატარას დამიანე დაარქვეს.
დამიანე კვარაცხელიას დაბადების შემდეგ “კვარა” სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა. ხვიჩა და ნიცა ძირითადად სწორედ იქ არიან. თუმცა წყვილი ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულს სამშობლოში ატარებს.
რამდენიმე დღის წინ, დამიანე კვარაცხელია სამთავროს დედათა მონასტერში მოინათლა.
მონასტერი ნათლობის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ახალშობილის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
Post Views: 685