ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
“კვარაცხელია უმჯობესია სასწრაფოდ გაიყიდოს.
გვახსოვს ალანისა და კულიბალის შემთხვევები. დე ლაურენტისმა ისინი სწორ დროს არ გაასხვისა და საბოლოოდ, კლუბმა შესაბამისი სარგებელი ვერ მიიღო.
ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს და როდესაც ის მაღალია, შენ ის აუცილებლად უნდა გაყიდო. უნდა გაიყიდოს თუ არა “კვარა”? რა თქმა უნდა.”- ამბობს ფედელე.
Post Views: 131