დასახელდა მთავარი პრობლემა, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ხელმღვანელებთან ვერ თანხმდება – ქართველი ვარსკვლავი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

დასახელდა მთავარი პრობლემა, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ხელმღვანელებთან ვერ თანხმდება – ქართველი ვარსკვლავი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

გამოცემა Sky Sport წერს, რომ კვარაცხელიასა და ნაპოლის ხელმძღვანელები ვერ თანხმდებიან კონტრაქტის პირობებზე.

ანაზღაურების საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია, მთავარი პრობლემა კი ხელშეკრულებაში მისათითებელი გამოსასყიდი თანხაა.

კვარას გარემოცვა 80 მილიონს ითხოვს რომ მიუთითონ გამოსასყიდ თანხად, ნაპოლის ხელმძღვანელებს კი 100 მილიონის მითითება სურთ.

კვარაცხელიას ანაზღაურების სახით 6 მილიონს სთავაზობენ, თავად ხვიჩას აგენტს კი 8 მილიონი სურს, თუმცა ამჟამად მთავარი პრობლემა გამოსასყიდი თანხის ოდენობაა.

კვარაცხელიას და ნაპოლის შორის ამ უთანხმოებას ევროპული გრანდები აკვირდებიან და ქართველის შეძენის სურვილს გამოხატავენ.

ბოლო ცნობებით, კვარას მიმართ ინტერესი პსჟ-ს, ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედს აქვთ.

Leave a Comment