იტალიის ნაკრების, „ინტერის“ და „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა :
„დღესდღეობით, კვარაცხელია სერია A-ს სამ უძლიერეს მოთამაშეს შორისაა. ზოგადად, ფიქრები ნებისმიერი მოთამაშის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სანახაობას გვთავაზობს.
ამიტომ, მისი ტვინიც ახლა სხვა რამეზეა ორიენტირებული. თუ გუნდში მას დემეზე დაბალ ხელფასზე აჩერებ, დიდ უსამართლობას ჩადიხარ. აშკარაა, რომ ეს ბიჭი ამ ფიქრებით მოძრაობს და თავის მაგიას კარგავს,
რომელსაც ახლა მხოლოდ და მხოლოდ ანტონიო კონტესთან მუშაობით ნელ-ნელა იბრუნებს. ამის შესაძლებლობას მას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი აძლევს“.
Post Views: 794