ფიზიკური თერაპევტი ალექსი ბიძიშვილი, რომელიც თურქეთში, სტამბულის კლინიკაში 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა და თავის ტვინზე ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ:
„ჩვენ ბედნიერი მეგობრობა გვქონდა Alex & Friends • ალექსი და მეგობრები
დაგვტოვა… ერთწლიანი ურთულესი ბრძოლის მიუხედავად… აღარ გვყავს სიკეთით სავსე მეგობარი.
ღმერთს მადლობა, შენი მეგობრობა რომ გვარგუნა. სიტყვები ზედმეტია, შენ ისეთი საუკეთესო იყავი და იქნები ჩვენს გულებში მუდამ……
პანაშვიდი: სამშაბათი, ოთხშაბათი
დაკრძალვა: ხუთშაბათი, ლიუბლიანას 38 ბ, მე-7 სართული“. – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
Post Views: 4,006