იტალიელები კვარაცხელიას შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ

ნაპოლი კვარაცხელიას ამ ქმედების გამო დასჯის ? – რას წერს იტალიური გამოცემა Il Mattino

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგრესიული კრიტიკით განსაკუთრებით კვლავ გამოირჩევა ცენტრალური ნეაპოლური გამოცემა Il Mattino, რომლის ჟურნალისტმა პინო ტიორმინამ დღეს ქართველზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

ავტორი კვარაცხელიას ლამის დამნაშავედ აცხადებს და ვარაუდობს (შესაძლოა, პირად სურვილს გამოხატავს ან სარედაქციო დავალებას ასრულებს), რომ არაა გამორიცხული დასაჯონ და „ტორინოსთან“ მატჩში სასტარტოში არ დააყენონ, რისი მიზეზიც “რომასთან” არადამაკმაყოფილებელი თამაში და შეცვლისას უკმაყოფილების გამოხატვაა, რამეთუ , როგორც წერს, მოედნიდან გასვლისას, გაბრაზებული არც თანაგუნდელებს დაემშვიდობა, არც მის ნაცვლად შეცვლაზე შესულ დავიდ ნერესს მიესალმა და სათადარიგოთა სკამზე მარტო იჯდა.

წყარო

Leave a Comment