ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა რობერტო სოსამ ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა და მის კრიტიკოსებს მიმართა.
სოსა იმ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც “რომასთან” ხვიჩა შეცვალეს და ქართველმა უკმაყოფილება არ დამალა.
“კვარაცხელიას მოედნიდან გაყვანა რომ გახარებოდა, ეს იმას ნიშნავს რომ მისთვის სულ ერთია.
რა მნიშვნელობა აქვს როგორ ტოვებს მოედანს ? მთავარია როგორ თამაშობს. მოდი საკუთარ თავებს ვკითხოთ როგორები ვიყავით მის ასაკში. არ დაგვავიწყდეს რომ კვარაცხელია საკუთარი ოჯახიდან შორს, უცხო ქალაქში ცხოვრობს.” – ამბობს სოსა
Post Views: 185