ყოფილმა ფეხბურთელმა დინო ფავამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
კვარა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონი არაა. ის სპალეტის სტილით სარგებელს იღებდა და ბურთის დაჭერაზე ორიენტირებულ ნაპოლიში, მეტოქე გუნდების დაცვას გასაღებს უძებნიდა.
კონტეს ფორმაციის გუნდში ძალიან უჭირს, რადგან ანტონიოს განსხვავებული სტილი აქვს და თან, მოწინააღმდეგეებმა კვარაცხელია შეისწავლეს.
ხვიჩას ქცევებიც არ მომწონს. როცა ცვლიან და მოედანს ტოვებს, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის მიმართ ყოველთვის ცუდი და აგრესიული დამოკიდებულება აქვს. გუნდი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას და გასამარჯვებლად ერთიანობა აუცილებელია.” – ამბობს ფავა.
Post Views: 84