გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც გუშინ ლიონში, საცხოვრებელ სახლთან ორი შეიარაღებული პირი დახვდა და იარაღის მუქარით სახლში მათი შეშვება აიძულა, მიმართვას ავრცელებს
მისი თქმით, ფიზიკური დაზიანება არ მიუღია და მადლობელია გულშემატკივრების თბილი გზავნილების გამო.
„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია.
უამრავი შეტყობინება მივიღე და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
კონცენტრირებული ვარ ჩემს გეგმებზე და ძალიან მალე შევხვდებით. გაუფთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს“, – წერს გიორგი.
Post Views: 9,528