იტალიური გამოცემის Tuttonapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა იტალიის თასის მერვედიფნალური მატჩის პირველი შეხვედრა გამოტოვოს.
ნაპოლი 6 დეკემბერს თასის 1/8-ფინალში რომში ლაციოს დაუპირისპირდება და ანტონიო კონტე გეგმავს ძირითადი შემადგნელობის ფეხბურთელები დაასვენოს.
ლაციოსთან ნაპოლი განმეორებით მატჩს 8 დეკემბერს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ტორინოსთან მოედანზე 80 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
Post Views: 2,180