ბრიტანელი გამოცემის, TBR Football-ის ინფორმაციით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა პრემიერ ლიგის კიდევ ორი გრანდი არის დაინტერესებული.
სააგენტო ამტკიცებს, რომ ეს კლუბები „მანჩესტერ სიტი და „ლივერპული“ არიან.
გამოცემა ირწმუნება, რომ “ლივერპულში” კვარაცხელიას მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და “ნაპოლი” კონტრაქტის დეტალებზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან.
Post Views: 690