იტალიის თასზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლაციოსთან 3:1 დამარცხდა.
ლაციოს რიგებიდან ჰეთ-თრიკი ნოსლინმა შეასრულა, ნაპოლიდან კი ერთადერთი გოლი ჯოვანი სიმეონემ გაიტანა.
ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგნელობის ფეხბურთელები დაასვენა და მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს შემოიყვანა რამდენიმე მათგანი.
კონტემ არ ათამაშა ხვიჩა კვარაცხელია, ამის მიზეზი კი გადატვირთული გრაფიკია. ნაპოლის მწვრთნელს სურდა კვარაცხელიას დაესვენა.
Post Views: 16,921