“სპორტსმენებს მოგმართავთ, “სთორები” რომ დადეთ…” – რას ამბობს მიშა მესხი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ?

“სპორტსმენებს მოგმართავთ, “სთორები” რომ დადეთ…” – რას ამბობს მიშა მესხი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ?

პო­ლი­ტი­კოს­მა და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წინა მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა, მიშა მეს­ხმა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნებს მი­მარ­თავს.

მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი, ამ­ბობს, რომ სპორ­ტსმე­ნებ­მა რო­გორც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა დაგ­მეს,ასე­ვე შე­ფა­სე­ბა უნდა გა­ა­კე­თონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან პო­ლი­ცი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბა­ზე

  • მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო, პა­ტა­რა კო­მენ­ტა­რი მინ­და გა­ვა­კე­თო სპორ­ტსმე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბა, მო­რაგ­ბე თუ კა­ლათ­ბურ­თე­ლი, “სთო­რე­ბი” რომ და­დეთ, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ცუ­დია როცა წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ურტყა­მენ, ცუდი და­სა­ნა­ხია და ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­შას მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა თუ დღე­ვან­დე­ლი.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თუნ­დაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე იყოს, სამი კაცი ერთ კაცს ურტყამს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მინ­და, ამ სპორ­ტსმე­ნებს შე­ვე­კი­თხო, მას შემ­დეგ, იმ კად­რებ­საც ნა­ხავ­დით პა­ტა­რა ბავ­შვებს რო­გორ უქ­სე­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლებს. 8-10 წლის ბავ­შვებს… ამის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დაწ­ვან, შემ­დეგ ქა­ლაქ­ზე და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი. აი, ამ ძა­ლა­დობ­რივ რა­ღა­ცებ­ზე რე­აქ­ცია არ გაქვთ? – ანუ სულ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თუ ამ ყვე­ლა­ფერს იმით „აპ­რა­ვებთ“, რომ ევ­რო­პა­შიც ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი? – მინ­და გი­თხრათ, რომ ევ­რო­პა­ში მა­გა­ზე უა­რე­სე­ბი ხდე­ბა სპეც­რაზ­მის მხრი­დან, მაგ­რამ არა­ნა­ი­რად არ „ვაპ­რა­ვებ„ ამ საქ­ცი­ელს. ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას და თქვენ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს გცემთ ყვე­ლა სპორ­ტსმენს, რა პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვაც არ უნდა გქონ­დეთ, რაც არ უნდა და­დოთ.

მე იმ ბრბოს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის გამო ადა­მი­ა­ნებს აბუ­ლინ­გე­ბენ. რო­მე­ლი­მე სპორ­ტსმენს თუნ­დაც ისეთ ლე­გენ­და­რულ სპორ­ტსმე­ნებს რო­გო­რიც გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლია, ლაშა ტა­ლა­ხა­ძეა, ლაშა ბე­ქა­უ­რია, ხომ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უძ­ლონ მათ­მა დე­დებ­მა, შვი­ლებ­მა, მე­უღ­ლე­ებ­მა ამ ბუ­ლინგს… რო­მე­ლი­მეს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­დე­ბი­ნათ და და­გი­წე­რი­ათ, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა?

ისევ და ისევ პა­ტი­ვის­ცე­მა, ძა­ლი­ან გგულ­შე­მატ­კივ­რობთ და მიყ­ვარ­ხართ, მაგ­რამ რო­მე­ლი­მეს ამო­გი­ღი­ათ ხმა? – პო­ლი­ცი­ე­ლებს რომ წვა­ვენ და ხმას არ იღებთ, ეს მო­სუ­ლა? – მინ­და, გი­თხრათ ჩემო კარ­გე­ბო, ხვალ რომ ომი და­ი­წყოს ამ ქვე­ყა­ნა­ში და მტე­რი შე­მოგ­ვე­სი­ოს თქვენ მანდ და­კავ­დე­ბით მა­ი­სუ­რებ­ზე წარ­წე­რე­ბით – არა ომს, ამ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აქ უნდა იო­მონ და და­იც­ვან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, აი, ეს არის სი­მარ­თლე. ძა­ლი­ან გთხოვთ, მხა­რედ ნუ იქ­ცე­ვით. რად­გან მე­ო­რე მხა­რე არ გა­ბუ­ლინ­გებთ იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე მხა­რეს გა­და­უ­ა­როთ.

რად­გან ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, მე ვფიქ­რობ, თქვენს სი­ტყვას თუ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე მგო­ნი თქვე­ნი სათ­ქმე­ლი უნდა თქვათ ხოლ­მე. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი არ უნდა მო­ხარ­შოთ ერთ ქვაბ­ში და ის რომ, მშვი­დო­ბი­ან აქ­ტი­ვისტს რომ ეძა­ხით, რო­გორ წვავს პო­ლი­ცი­ელს, ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებთ და ამა­ზე რე­აქ­ცია არ გაქვთ, ცოტა არ იყოს ტე­ხავს. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და გი­სურ­ვოთ ყვე­ლას, სულ სა­მე­ფო კლუ­ბებ­ში გე­თა­მა­შოთ კა­ლათ­ბურთშიც, ფეხ­ბურთშიც და რაგბ­შიც და მინ­და გი­სურ­ვოთ რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment