იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
„მოულოდნელად კვარა და ნაპოლი კვლავ დაახლოვდნენ. ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენები, რომლებიც ყველა უარყოფითი იყო, ახლა დადებითისკენ შემობრუნდა.
მხარეები საკმაოდ დაახლოვდნენ და მოლაპარაკება თავიდან დაიწყეს, რომლის მიხედვითაც ხვიჩა ნაპოლიში 2029 წლამდე დარჩება. მას დაუკმაყოფილებენ სახელფასო მოთხოვნას. ხელმძღვანელობას სურს, რომ კვარა ბედნიერი იყოს.
ხელშეკრულების განახლება საახალწლო საჩუქარივით იქნება.“
Post Views: 13,693