კვარაცხელია ნაპოლის დატოვებაზე ფიქრობს – სიტუაცია გუნდში ძალიან მძიმეა

ხვიჩას რეგრესი აქვს და გეტყვით რატომ მოუკლო კვარაცხელიამ – რა თქვა მილანისა და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კვარაცხელიას შესახებ ?

იტალიის ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ვარსკვლავს რეგრესი აქვს.

ამის მიზეზად კი იმას სახელებს, რომ კვარაცხელია მცველებმა უკვე კარგად შეისწავლეს.

“კვარაცხელიამ სადებიუტო სეზონში ყველა გააოცა, რადგან პრაქტიკულად არავინ იცნობდა. ხვიჩას ასაყვანად და მის წინააღმდეგ სათამაშოდ ისე ზედმიწევნით არ ემზადებოდნენ, როგორც ახლა ემზადებიან, რის გამოც, ბევრი რამ უმარტივდებოდა,

არ მგონია, ის ევროპის ტოპ ფეხბურთელებს შორის იყოს. გოლებისა და ასისტების მხრივ, მან სადებიუტო სეზონშივე მოუკლო. გასულ სეზონში, საკუთარი სტატუსი ვერ დაამტკიცა და ორი წელიწადია, რეგრესი აქვს. ის აღარაა ფეხბურთელი, რომელიც ლუჩანო სპალეტის ჩემპიონი გუნდიდან გვახსოვს“. – ამბობს მონტოლივო.

Leave a Comment