ბუდუ ზივზივაძეს კარგი სეზონი აქვს და გერმანულ “კარლსრუეში” მიმდინარე სეზონში უკვე ბევრი გოლი დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი “კარლსრუეს” ლიდერად ჩამოყალიბდა და ამას გუნდის ხელმძღვანელობაც ამჩნევს.
ახლახანს გერმანულმა გამოცემა Sport Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “კარლსრუემ” ბუდუს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზივზივაძე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბუდუ გერმანიაში თავს კარგად გრძნობს და გუნდის ნამვდილ ლიდერად ჩამოყალიბდა.
Post Views: 3,171