ხვიჩა კვარაცხელიამ „ლაციოსთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო.
„ნაპოლის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა.
„დღეს ფეხბურთელს კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და მან რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო“, – აცხადებენ კლუბში.
“ნაპოლი” კვარას მოედანზე დაბრუნების თარიღს არ ასახელებს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ის მომავალ წლამდე ვერ ითამაშებს.
Post Views: 2,512