მხარეებს შორის შეთანხმება რომში შედგა – იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ანაზღაურებას ასაჯაროვებს

მხარეებს შორის შეთანხმება რომში შედგა – იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ანაზღაურებას ასაჯაროვებს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Mediaset-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა.

“შეთანხმება გასულ კვირას, რომში შედგა და ფეხბურთელის ხელფასი, ბონუსების ჩათვლით, რომელთა ამოქმედებაც მარტივი გახლავთ, 6 მილიონი ევრო იქნება.

კონტრაქტში ჩაიწერება გამოსასყიდი პუნქტი და თანხად 80 მილიონი ევრო დაფიქსირდება.” – ამბობს გამოცემა და ასევე დასძენს, რომ ეს ინფორმაცია სულ მალე გაოფიციალურდება.

Leave a Comment