ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Mediaset-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება შედგა.
“შეთანხმება გასულ კვირას, რომში შედგა და ფეხბურთელის ხელფასი, ბონუსების ჩათვლით, რომელთა ამოქმედებაც მარტივი გახლავთ, 6 მილიონი ევრო იქნება.
კონტრაქტში ჩაიწერება გამოსასყიდი პუნქტი და თანხად 80 მილიონი ევრო დაფიქსირდება.” – ამბობს გამოცემა და ასევე დასძენს, რომ ეს ინფორმაცია სულ მალე გაოფიციალურდება.
Post Views: 2,544