ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და “ნაპოლის” ვერ ეხმარება.
“კვარას” გარეშე ნაპოლიმ შეძლო და “უდინეზე” 1:3 დამაარცხა.
“ნაპოლის” რიგებიდან გოლები რომელუ ლუკაკუმ და ზამბო ანგისამ გაიტანეს, ერთი გოლი კი “უდინეზეს” მოთამაშემ თავის კარში გაიტანა.
კვარაცხელიას ფლანგი ანტონიო კონტემ დავიდ ნერეშს ჩააბარა, რომელმაც სტატისტიკური გვერდის Sofascore-ს მიხედვით 10-დან 7.2 ქულა დაიმსახურა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზამბო ანგისა გახდა 7.8 ქულით.
Post Views: 2,184