მერაბ დვალიშვილის შესახებ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისაუბრა და დვალიშვილი გააკრიტიკა.
„მერაბმა განახადა, რომ UFC-იმ უმარს საჩუქარი გაუკეთა და მასთან ბრძოლის საშუალება მისცა. ეს მისი პრობლემაა. ვფიქრობ, როცა დვალიშვილი კარიერას იწყებდა, კარგად იქცეოდა, მაგრამ, როდესაც ჩემპიონი გახდა ამას ვეღარ უმკლავდება. ჩემპიონობის შემდეგ, ცხოვრება იცვლება. ჩემპიონობამდე და ჩემპიონობის შემდეგ, ორი ცხოვრებაა. ამას კი უნდა გაუმკლავდე.
უმარის სტატისტიკა 18 ნულის წინააღმდეგ არის და ამ 18 გამარჯვებიდან 6 UFC-ში მოიპოვა. UFC-იმ კი მას საკმაოდ რთული მეტოქე შეურჩია. უმარმა ეს ყველაფერი დაიმსახურა და არ მესმის რატომ ნერვიულობს მერაბი. უმარი აქ იმიტომ არ არის, რომ ჩემი ბიძაშვილია!! ჩვენ შორის დიდი სხვაობაა, მე ხაბიბი მქვია, მას უმარი. 18 იანვარს დაამტკიცებს, თუ რატომ ნერვიულობს ახლა მერაბი.“