ნაპოლის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უდინეზეს დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა რომ კვარაცხელიას არყოფნაში დავიდ ნერეშის თამაში მოეწონა.
“ხშირ შემთხვევაში, მას კვარას და პოლიტანოს ვამჯობინებდი, მაგრამ მშვიდად ვიყავი და ვიცოდი, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 5 თვეში ფიზიკურად ძალიან მოუმატა. მას შეუძლია, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე თამაში. ხვიჩას არყოფნაში საკუთარი შესაძლებლობების საჩვენებლად მეტი შანსი ექნება.“ – თქვა კონტემ ნერეშის შესახებ.
კონტეს ამ სიტყვებს იტალიური გამოცემა Gazzetta ეხმაურება :
„შეტყობინება ყველასთვის და განსაკუთრებით ერთისთვის, ვინც არ იყო და ალბათ არც შემდეგ ტურში იქნება. კვარაცხელიას თავისი ადგილის დასაბრუნებლად ორმაგი შრომა მოუწვეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაპოლის სახე და სიმბოლოა.“