ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გამოკითხვა ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა და ბუდუმ გულშემატკივრთა ხმების 55% მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს, ზივზივაძის „კარლსრუე“ „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 4:2 იმარჯვა, ბუდუმ კი დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
Post Views: 1,871