იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა Reppublica წერს, რომ სერია A-ს უახლოეს ტურში, რომელშიც „ნაპოლი“ „ჯენოას“ უნდა დაუპირისპირდეს, ქართველი ფეხბურთელის თამაში გამოირიცხა.
ხვიჩამ უკვე დაიწყო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში, თუმცა, სარეაბილიტაციო პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ქართველმა შემტევმა გუშინ, შეხვეული მუხლით მცირე დროით ივარჯიშა.
„ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 21 დეკემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.
Post Views: 2,278