Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად სრულად ივარჯიშა.
გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა, შაბათს “ჯენოასთან” მატჩისათვის მზად იქნება და ახლა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უნდა გადწყვიტოს ათამაშოს თუ არა ხვიჩა.
თუ კვარაცხელია “ჯენოასთან” არ ითამაშებს, ის მაინც მოახერხებს 1 თამაშის ჩატარებას და დეკემბრის ბოლომდე მაინც დაუბრუნდება მოედანს.
Post Views: 11,255