იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი განცხადებით, ის პირობები, რასაც მამუკა ჯუღელი უკვე დიდი ხანია ითხოვს, „ნაპოლი“ მათ დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამს.
ხვიჩას კონტრაქტი 2029 წლამდე (2027 წლამდეა ძალაში) გახანგრძლივდება, წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაეზრდება და მთავარი – ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება, რომელიც 80 მილიონი იქნება.
Post Views: 4,956