იტალიის ნაკრების თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი ტელეკომპანია RAI-ს სტუმარი იყო, სადაც რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
კითხვაზე რატომ არ არის ხვიჩა ისეთივე ეფექტური, როგორც საჩემპიონო სეზონში, როცა მას სპალეტი წრთვნიდა, იტალიელმა ასე უპასუხა :
“კვარა ძალიან ძლიერი, თუმცა მგრძნობიარე ბიჭია, ამიტომ საჭიროა მტკიცე ხასიათი შეინარჩუნოს. ტექნიკურად ის ძალიან მაღლა დგას და უსაზღვრო კლასი აქვს. უმჯობესი იქნებოდა, მინდორზე პაუზები ხშირად აიღოს, რადგან როცა მოძრაობას იწყებს, მისი შეჩერება შეუძლებელია” – განაცხადა სპალეტიმ.
Post Views: 2,071