იტალიური გამოცემა La Repubblica წერს, რომ მიუხედავად ნაპოლის გამარჯვებისა, ანტონიო კონტე თავისი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო დარჩა და “ჯენოასთან” გუნდის თამაშის ხარისხი არ მოეწონა.
გამოცემა იუწყება, რომ “ნაპოლის” მწვრთნელი გასახდელში თავის ფეხბურთელებს ეჩხუბა.
წყაროს ცნობით, კონტე გასახდელში შევიდა და დი ლორენცოს და რამდენიმე ფეხბურთელს საშინელი სიტყვებით მიმართა. ანტონიომ მათ ინტენსივობა დაუწუნა და არასაკმარის მონდომებაში დაადანაშაულა.
დამშვიდების შემდეგ ანტონიომ კიდევ ერთხელ აუხსნა ფეხბურთელებს თუ რა შეცდომებს უშვებდნენ, ხოლო თავად ფეხბურთელები კი მწვრთნელის მითითებებს დაეთანხმდნენ.
Post Views: 705