იტალიური მედია ნაპოლისა და ვენეციის მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს.
გამოცემები კვარაცხელიას აქტიურობისთვის აქებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თითქოს ხვიჩა ბოლომდე არ იხარჯება და თავს ინახავს.
იტალიურ მედიაში რამდენიმე გამოცემა იუწყება, რომ კვარაცხელია ზაფხულში ნაპოლის დატოვებს.
ანტონიო კონტემ ხვიჩას შემცვლელი უკვე იპოვნა და მათი აზრით ეს დავიდ ნერეშია. როგორც იწერება, ნაპოლის ბოსებს ბრაზილიელის ეიმედებათ და კვარაცხელიას გაყიდვა უკვე შეუძლიათ, რადგან ნერეშის სახით ქართველის შემცვლელი იპოვნეს.
კვარაცხელიას მიერ ნაპოლის სავარაუდო დატოვება ასევე იმასაც უკავშირდება, რომ ამ დრომდე მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.
კვარაცხელიამ ვენეცციასთან მოედანზე 75 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
Post Views: 1,949