მივულოცოთ ! ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი

ნაპოლიმ წელი გამარჯვებით დაასრულა – რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ვენეციასთან 10-ქულიანი სისტემით ?

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა.

ქართველი შემტევი ბურთს 60-ჯერ შეეხო, 33-დან 30 ზუსტი პასი გააკეთა, აქედან 3 კი საკვანძო იყო. კარისკენ 6-ჯერ დაარტყა – 3-ჯერ ზუსტად, 2-ჯერ არაზუსტად, 1 დარტყმაც კი დაიბლოკა.

4 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა, საშუალოდ, 0.20 საგოლე ეპიზოდი შექმნა, 9-დან 5 პოზიციური დუელი მოიგო, 3-დან 2 საჰაერო დუელში გამოვიდა გამარჯვებული.

მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ და ორივეჯერ მსაჯმა „ვენეციას“ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე, ჰქონდა 2 ართმევაც.

ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

Leave a Comment