პსჟ-მ „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება გაუკეთა.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, პაოლო ბარჯიჯას ინფორმაციით, პარიზული გუნდი მზადაა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ფრანგები კვლავ მიუბრუნდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვის გეგმას და „ნაპოლის“ 90 მილიონი ევრო შესთავაზეს. ისინი ქართველის შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ.
დიდი შანსია, რომ 100 ან 110 მილიონის შეთავაზების შემთხვევაში დე ლაურენტისი დანებდეს.” – ამბობს ჟურნალისტი.
პარიზული გრანდის ინტერესებზე ასევე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც წერს.
Post Views: 1,862