ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ნეაპოლელებს ემოციურად დაემშვიდობა.
კვარას ამ ვიდეოს არაერთი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა.
მათ შორის იყო ჯოვანი დი ლორენცოს სიტყვები. გუნდის კაპიტანი ქართველ მეგობარს ემოციურად დაემშვიდობა.
“კვარა, ის, რაც შენ გააკეთე, სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. ბედნიერი ვარ, რომ შენთან ერთად ვითამაშე. ძალიან მიყვარხარ!” – დაწერა ჯოვანიმ სოციალურ ქსელში.
Post Views: 4,033