“ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა უნდა ვთქვა რომ..” – რას ამბობს UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ ?

“ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა უნდა ვთქვა რომ..” – რას ამბობს UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ ?

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა პრესკონფერენცია გამართა და UFC 311-ზე ისაურა. მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა საღამოს ჩხუბი გახდა, რის წყალობითაც, ორივე მებრძოლმა ბონუსი მიიღო და უაითმა „მანქანა“ შეაქო.

„ამ ბიჭის ტემპი და ჩხუბი… მეხუთე რაუნდმა ცოტა გამაკვირვა. მერაბი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ორთაბრძოლა ახალი დაწყებული ჰქონდა და მეგონა, უმარს გადაუვლიდა, თუმცა, სიფრთხილე გამოიჩინა. რაც არ უნდა იყოს, დვალიშვილი საოცრად გამოიყურებოდა და ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა.

ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? თანამთავარი და მთავარი მოვლენის მონაწილეებმა. მერაბის ტემპმა და იმან, რამდენად კარგად გამოიყურებოდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრს ეგონა, რომ უმარი ჭიდაობაში აჯობებდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. სხვათა შორის, საერთოდ არ გვიხსენებია, რომ დვალიშვილმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი და ყველაზე მეტი თეიქდაუნი აქვს UFC-ში. მერაბს საოცარი საღამო ჰქონდა.

რა მითხრა მერაბმა ჩხუბის შემდეგ? UFC მიყვარს და მადლობა ყველაფრისთვისო. გაგიჟებული იყო და ვუთხარი, ჯო როგანს დაელაპარაკე, ჩვენ მერე ვისაუბრებთ-მეთქი. ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. მას გაუკეთებია რაღაცები, რაც არ მომწონებია. ვერ ვიტყვი, რომ დვალიშვილი არ მომწონს, მაგრამ რაღაც მომენტები გვქონდა, თუმცა, ეს ტიპური მოვლენაა, მსგავსი მომენტები ყველასთან მაქვს“.

წყარო : Crystalsport

Leave a Comment