„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მეკარე, ანზორ კავაზაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერს გამოეხმაურა.
„ხვიჩამ სპორტული ნდობის პრინციპები დაარღვია, რომლებიც მას ნაპოლიმ გამოუჩინა. როცა ნეაპოლურ კლუბში გადავიდა, ჯერ კიდევ არავინ იყო, შემდეგ კი, როცა სპორტული სამუშაოს ბრწყინვალედ შესრულება დაიწყო, ვალდებულებები ბოლომდე არ მიიყვანა.
კვარაცხელია ნაპოლიში სეზონის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო. მით უმეტეს, რომ გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. ამის ნაცვლად, ის პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. როგორც ჩანს, აქ ფინანსურმა საკითხებმა გადაწყვიტა ყველაფერი და ფრანგებმა მას ძალიან დიდი თანხა შესთავაზეს, რამაც მისი დაყოლიება განაპირობა“.
Post Views: 1,545