ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟოზე ალტაფინი, რომელმაც პელესთან ერთად 1958 წლის მუნდიალი მოიგო, (ასევე „მილანის“, „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ღირსებასაც იცავდა, ჩემპიონთა თასისა და სკუდეტოს მფლობელიც გახლავთ) ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
„კვარაცხელიას გარეშე ნაპოლის შემადგენლობა სუსტია? ხვიჩამ ნამდვილად უმადურობა გამოიჩინა. ის ნამდვილი core ngrato (უმადური გულის მქონე) გახლავთ. მე არა. ეს ის არის, რასაც თქვენ წლების განმავლობაში მე მეძახდით (1972 წელს ალტაფინი ნაპოლიდან იუვენტუსში გადავიდა). მაგრამ მე კარგად მახსოვს, რომ ნაპოლის ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა. ხვიჩას შემთხვევაში კი კლუბს ამის სურვილი ჰქონდა.”
წყარო : Crystalsport.ge
Post Views: 5,194