ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შემდეგ, პსჟ ვიქტორ ოსიმენზე გადაერთო და როგორც ჩანს, ამ საქმესაც სერიოზულად უდგებიან. ნიგერიელი ფორვარდის გადასაბირებლად ბრძოლაში პარიზული კლუბი აშკარა ფავორიტად მოჩანს.
TeamTalk-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის განხილვა უკვე დაიწყეს. შეთანხმების მიღწევა სეზონის ბოლოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არის მოსალოდნელი.
ასე რომ, დიდი შანსია ზაფხულში ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი კვლავ ვიხილოთ ერთად, ამჯერად “პსჟ”-ში.
Post Views: 1,880