პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჯანლუკა დი მარციოს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები გავხდებით, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი კვლავინდებურად გუნდია, კვარაცხელია კი მისი ნაწილი იქნება“. – ამბობს ალ ხელაიფი.
კვარას შესახებ ასევე გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც გააკეთა ახალი კომენტარი.
“რას ველი ხვიჩასგან? მისი მახასიათებლები ადაპტირებულია ჩვენს სათამაშო სტილთან. ჩვენ ვეძებთ ფეხბურთელის თანდაყოლილ თვისებებს მათ გასაუმჯობესებლად. ის კართან რაც შეიძლება ხშირად უნდა იყოს, რომ დარტყმა შეძლოს. ვფიქრობ, რასაც ის გუნდს მოუტანს, დადებითი იქნება”
“ფიზიკურად ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, ვარჯიშებზე უკვე ვნახეთ და არანაირი პრობლემა არ აქვს. კვარა მზადაა.” – ამბობს ენრიკე