პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა და რეიმსთან მატჩის შემდეგ ქართველ შემტევზე კომენტარი გააკეთა.
“შეუძლია თუ არა კვარას რამდენიმე პოზიციაზე თამაში? ეს არაერთ ფეხბურთელს შეუძლია. დებიუტისთვის დღეს რთული მატჩი იყო, კვარას ჩვენთვის სარგებელი მოაქვს. მან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩაატარა, თანაგუნდელები უკეთ უნდა გაიცნოს. იმედია, ეს იქნება ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი მასსა და პსჟ-ს შორის“. – ამბობს ენრიკე.
Post Views: 1,500