“ტრანსფერმარკტმა” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია განაახლა.
ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი ფასი ორ ფეხბურთელს აქვს : ერლინგ ჰალანდს და ვინისიუს ჯუნიორს.
ორივე მათგანი 200 მილიონი ევრო ღირს.
მათ კი სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოჰყვებიან.
ლამინე იამალი – 180 მილიონი ევრო, ბელინგემი 180 მილიონი, მბაპე 160 მილიონი, საკა 150 მილიონი და სხვანი.
რაც შეეხება კვარაცხელიას, პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკლვავი ამჟამად 85 მილიონი ევრო ღირს და სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-19 ადგილზეა.
ხვიჩა ასევე ამ მაჩვენებლით “პსჟ”-ს რიგებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და უსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასაც უსწრებს.
Post Views: 347