ძვირადღირებული ყელსაბამი და შთამბეჭდავი ოქროსფერი კაბა: რა ღირს ნუცა ბუზალაძის სამოსი, რომელიც Grammy 2025-ზე მოირგო

ძვირადღირებული ყელსაბამი და შთამბეჭდავი ოქროსფერი კაბა: რა ღირს ნუცა ბუზალაძის სამოსი, რომელიც Grammy 2025-ზე მოირგო

2024 წლის დეკემბერში ნუცა ბუზალაძემ გამომწერებს ინფორმაცია გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღო მოსაწვევი „გრემის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე დასასწრებად. „დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი… „გრემი“ – მოვდივარ“, – წერდა ნუცა და მოსაწვევს აქვეყნებს.

67-ე „გრემის“ ნუცა ბუზალაძე სპეციალური მოსაწვევის საშუალებით დაესწრო, რომელიც მეილზე მიიღო. 2025 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ში. ღონისძიებას ტრევორ ნოა უძღვებოდა.  

ბიონსე 11 ნომინაციით ლიდერობდა, ხოლო ტეილორ სვიფტი 6 ნომინაციით იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბიონსემ წელს პირველად მოიპოვა გრემი წლის ალბომის კატეგორიაში.  

მსოფლიო ვარსკვლავების პარალელურად, ცერემონიიდან ფოტოები ნუცა ბუზალაძემაც გამოაქვეყნა. მომღერალმა Faith Connexion-ის ოქროსფერი კაბა მოირგო. მოკლე კაბა დატვირთულია ვერცხლისფერი დეტალებითა და გამოირჩევა V ფორმის დეკოლტით. კაბის ღირებულებაა $400. 

ოქროსფერ კაბასთან ერთად ნუცამ Van Cleef & Arpels-ის ძალიან ცნობილი ყელსაბამი მოირგო. შავი ონიქსის ქვით გაფორმებული 18K ყვითელი ოქროს ყელსაბამი ნუცას “ლუქის” მთავარი შტრიხი იყო. ყელსაბამის ღირებულებაა $8 900.

წყარო : Marao.ge

Leave a Comment