ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
„დიდებულია, როდესაც გყავს ისეთი განსაკუთრებული ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა. ვიცოდით, რომ მას გამორჩეული თვისებები აქვს, ამაში დარწმუნებულები ვიყავით. დღეს დავამტკიცეთ, რომ ის გუნდში არის ინტეგრირებული. გუნდი პროგრესირებს. წინ ორი ურთულესი მატჩი გველოდება“.
მას შეტევაში სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. დღეს თავისი მომენტი იდეალურად, ნამდვილი „ცხრიანივით“ გამოიყენა. ამას აკეთებდა ყოფილ კლუბშიც და ნაკრებშიც. დარწმუნებული ვარ, მომავალში ის დიდ სარგებელს მოგვიტანს“. – განაცხადა ენრიკემ.
Post Views: 992