ყველასათვის ცნობილი და პრესტიჟული უცხოური გამოცემა Eurosport ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
გამოცემა კვარაცხელიას მონაკოსთან თამაშს აფასებს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს კვარას მიმართ.
Eurosport-მა ქართველ ვარსკვლავს ხელოვანი უწოდა.
„პარი სენ-ჟერმენის მაისურით გამართულ საწყის სამ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელია ჩუმად იყო, მეოთხე მატჩში ყველაფერი შეიცვალა. ზამთარში 70 მილიონ ევროდ ნაყიდმა ფეხბურთელმა სადებიუტო გოლი გაიტანა, რომელიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა და პარი სენ-ჟერმენს დაწინაურებაში დაეხმარა.
ხელოვანის პირველი გოლი. კვარაცხელიამ, ცრუმოძრაობით, რომლითაც კრისტიან მავისა უკანალზე დასვა, მოკლე სივრცეებში საოცარი ტექნიკური უნარები გამოავლინა. კვარამ დაბადების მოწმობას ხელი მოაწერა და ეს ოსტატურად და ბრწყინვალე სტილში გააკეთა“.
წყარო : Crystalsport.ge