პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტულუზას დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, დღეს სოლიდურად გამოვიყურებოდით. საწყის წუთებში მატჩი თანაბარი იყო, „ტულუზა“ კარგი გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს. მოედანი საუკეთესო ხარისხის არ იყო, რამაც ორივე გუნდს შეუშალა ხელი.
უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ გუნდისგან. „ტულუზას“ წინააღმდეგ მომენტების შექმნა რთულია, დღეს რამდენიმე მომენტი გვქონდა, იმიტომ რომ კარგად ვიყენებდით სივრცეებს მათი დაცვითი ხაზის უკან.” – ამბობს ენრიკე.
Post Views: 3,163