როგორ ეხმაურება ფრანგული პრესა კვარაცხელიას თამაშს – გამოცემები ასახელებენ თარიღს, როდის დაიწყებს კვარა გოლების გატანას

ფრანგები ასახელებენ მიზეზს, თუ რატომაა კვარაცხელია ლუის ენრიკესთვის ფავორიტი და რატომ ათამაშა შეუცვლელად ქართველი

პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ფრანგული ფან-გვერდი ასახელებს მიზეზს, თუ რატომ არ შეცვალა ენრიკემ კვარაცხელია ტულუზასთან და ბოლომდე ათამაშა.

“მატჩს ვინც ბოლო წამებამდე უყურა, დაინახავდა რომ კვარაცხელია ყველაზე მეტს მოძრაობდა. ქმნიდა სივრცეებს და თანაგუნდელებს უთავისუფლებდა ადგილებს.

მასთან მუდამ 2-3 დამცველი იყო და ამით სხვები სარგებლოდბნენ. ბარკოლას რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნა, რადგან მცველების დიდი ყურადღება კვარასკენ იყო მიმართული.

ამიტომაც არ შეცვალა ენრიკემ ხვიჩა და ბოლომდე ათამაშა. ქართველმა იდეალურად შეასრულა ის მოვალეობა, რაც ესპანელმა მწვრთნელმა დაავალა” – წერს გვერდი.

Leave a Comment