საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას რუსი ფეხბურთელი უწოდა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენი, რუსი ფეხბურთელები ისეთ დიდებულ კლუბში თამაშობენ, როგორიც პსჟ-ა. ხვიჩა კვარაცხელიაც ხომ რუსი ფეხბურთელია, იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში სწორედ რუსეთში ისწავლა.
ამიტომ ჩემთვის სასიამოვნოა, რომ საფონოვიდა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშობენ.
ძალიან გამიხარდება, თუ საფონოვი და კვარაცხელია ისეთ დონეზე აიყვანენ საკუთარ ოსტატობას, რომ მათზე სულ სიხარულით და აღტაცებით ილაპარაკონ. სულ მახარებს, როცა ისინი სასტარტოში არიან და კარგად თამაშობენ.” – აღნიშნა კავაზაშვილმა რუსულ პრესასთან საუბარში.
Post Views: 3,699