ფრანგული გამოცემა „პარიზიენი“ წერს, რომ „ლიონთან“ პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში „ბრესტთან“ მოგებული მატჩისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი.
კერძოდ, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე დასვენების საშუალებას მისცემს ფაბიან რუისს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 14-დან 12 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მის ნაცვლად თავიდან დეზირე დუეს ათამაშებს.
პსჟ (სავარაუდო შემადგენლობა): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, დუე, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
Post Views: 1,558