საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლილს უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. ამ ფაქტმა ქართველი და ფრანგი გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის წყენა გამოიწვია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტულმა გამოცემა MSN.Com-მა დაწერა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის ყურება სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი ლივერპულისთვის დაასვენა. პარი სენ ჟერმენს მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის.“
პარი სენ ჟერმენისა და ლივერპულის მერვედფინალური დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:59-დან დაიწყება.
წყარო : Crystalsport.ge
Post Views: 2,383