პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლილს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.
“პსჟ”-ს როგებიდან გოლები ბარკოლამ, დემბელემ, დუემ და მარკინიოსმა გაიტანეს. ლილის რიგებიდან კი ჯონათან დავიდმა გაიტანა გოლი.
ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრაში მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე ჩაერთო.
კვარაცხელიამ ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გაუკეთა ბრედლი ბარკოლას, თუმცა სამწუხაროდ თამაშგარე დაფიქსირდა.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 10 ქულიდან 6.5 ქულით შეაფასა.
Post Views: 5,363