“ძალიან გაგვიმართლა, მის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს და…” – რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ჟოაუ ნევეში ქართველი ვარსკვლავის შესახებ ?

“ძალიან გაგვიმართლა, მის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს და…” – რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ჟოაუ ნევეში ქართველი ვარსკვლავის შესახებ ?

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ ხვდება. დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა და ლუის ენრიკეს გარდა, ჟურნალისტების შეკითხვებს ჟოაუ ნევეშმა უპასუხა.

ნებეშმა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ადამიანია, რომელიც როგორც ფეხბურთელი, უდიდესი ხარისხით გამოირჩევა. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე და ძალიან კარგი ფეხბურთელია. გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდშია“.

Leave a Comment